საქართველოში თურქული ფარმაცევტული ბაზრიდან მედიკამენტების პირველი პარტია შემოვიდა

BOG


საქართველოში თურქული ფარმაცევტული ბაზრიდან მედიკამენტების პირველი პარტია შემოვიდა

თურქული ფარმაცევტული ბაზრიდან საქართველოში უკვე 30 დასახელების პრეპარატია შემოტანილი.

თურქეთის ბაზარი გახსნილია, მედიკამენტები საქართველოში შემოვიდა. პირველ ეტაპზე, ძირითადად შემოსულია ქრონიკული დაავადებების სამკურნალო წამლები და ამ მედიკამენტების ფასები თითქმის განახევრებულია. რამდენიმე ქსელურ აფთიაქში აღნიშნული პრეპარატები უკვე იყიდება.

როგორც ჯანდაცვის სამინისტროში აცხადებენ, მომავალი კვირისთვის მედიკამენტების ჩამონათვალი კიდევ გაიზრდება. ამ მიზნით, ასევე დაგეგმილია ჯანდაცვის მინისტრის თურქეთში ვიზიტიც.

ასევე შეგიძლიათ იხილოთ