4 დღიანი მძიმე ბრძოლიდან დავბრუნდით - ირაკლი ოქრუაშვილი



4 დღიანი მძიმე ბრძოლიდან დავბრუნდით - ირაკლი ოქრუაშვილი

ირაკლი ოქრუაშვილ უკრაინაში 4 დღიანი ბრძოლის შედეგებზე წერს. 

,,4 დღიანი მძიმე ბრძოლიდან დავბრუნდით 2 დაჭრილით, 1 დაღუპულით, 3 კონტუზირებულით და ოცამდე იმ ქვეყნად გასტუმრებული რუსეთელით. ენით შეუძლებულია იმ ტრაგედიის აღწერა, რაც რუსებმა ქალაქ ირპინში დაატრიალეს - უამრავი დაღუპული მშვიდობიანი მოსახლე, მხოლოდ ჩემს თვალწინ, 4 დღეში 50-მდე გადამწვარი სახლი და ასევე უამრავი თვალცრემლიანი მოხუცი რომლებსაც წასასვლელი არსად აქვთ და მათი თვალით უყურებენ საკუთარი სახლ-კარის განადგურებას ერთი მანიაკის პუტინის და რუსის ავადმყოფური, ველიკოძერჟავული ახირების გამო." - წერს ოქრუაშვილი.

შეგახსენებთ თავდაცვის ყოფილი მინისტრი, ირაკლი ოქრუაშვილი უკრაინაში საბრძოლველად ჩავიდა.

ასევე შეგიძლიათ იხილოთ