საქართველოს თხოვნა იქნება აქ ჩამოვიდნენ მაღალი დონის ვიზიტორები, თუნდაც აშშ პრეზიდენტი - სალომე ზურაბიშვილი



საქართველოს თხოვნა იქნება აქ ჩამოვიდნენ მაღალი დონის ვიზიტორები, თუნდაც აშშ პრეზიდენტი - სალომე ზურაბიშვილი

საქართველოს თხოვნა იქნება, რომ დაგვიანდა მაღალი დონის შეხვედრები, დრო არის, ქართველი ხალხი ელოდება, რომ აქ ჩამოვიდნენ მაღალი დონის ვიზიტორები, თუნდაც პრეზიდენტი. მას ველოდებით, იყო აქ ამერიკის პრეზიდენტი, მივიღეთ როგორც არც ერთი სხვა ქვეყნის და მგონი, დრო არის, ეს გავიმეოროთ. მინდა, კიდევ ერთხელ ვუსურვო ამერიკას და საქართველოს, ჩვენი ურთიერთობები გაგრძელდეს მრავალი წელი და იყოს კიდევ უფრო მჭიდრო. მინდა, ვუსურვო უკრაინას, რომ ამ ბრძოლაში გაიმარჯვოს, რადგან მისი გამარჯვება, ყველას გამარჯვება იქნება“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

საქართველო-აშშ-ს დიპლომატიური ურთიერთობის 30 წლისთავისადმი მიძღვნილი ღონისძიება თბილისის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრში ჩატარდა. ღონისძიების ფარგლებში, უკრაინისადმი სოლიდარობის საღამო გაიმართა

ასევე შეგიძლიათ იხილოთ