კელი დეგნანი: საქართველო და ამერიკის შეერთებული შტატები ერთად გმობენ რუსეთის საქციელს
საქართველო და ამერიკის შეერთებული შტატები ერთად გმობენ რუსეთის საქციელს. ეს კიდევ ერთხელ გვახსენებს იმას, თუ რატომ უნდა ვიყოთ ერთიანი. საქართველოს მოსახლეობა ერთიანად და ერთხმად გმობს რუსეთის ქმედებებს, - ამის შესახებ საქართველოში აშშ-ს ელჩმა, კელი დეგნანმა განაცხადა.
მისი თქმით, ამერიკელი ხალხი ყოველთვის იდგება საქართველოს მოსახლეობის გვერდით.
„მინდა, მივუსამძიმრო იმ ადამიანებს, რომლებიც ტრაგიკულად დაიღუპნენ, თავიანთი მეგობრები დაკარგეს, მებრძოლები უკრაინაში. მინდა, მივუსამძიმრო საქართველოში ოჯახებსაც, ჩვენ ვიცით, რომ თითოეული ოჯახი ძალიან განიცდის მიმდინარე მოვლენებს.
ახლა ჩვენ ქვეყნებს შორის დიპლომატიური ურთიერთობის დამყარების 30 წლის იუბილეს აღვნიშნავთ. ნაცვლად იმისა, რომ ვზეიმობდეთ, დღეს ჩვენ მთელი გონებით უკრაინელ ხალხთან ვართ, რომლებიც იცავენ საკუთარ დამოუკიდებლობას, სამშობლოს რუსეთის არაპროვოცირებული, სასტიკი შეჭრის გამო. საქართველო და ამერიკის შეერთებული შტატები ერთად გმობენ რუსეთის საქციელს. ეს კიდევ ერთხელ გვახსენებს იმას, თუ რატომ უნდა ვიყოთ ერთიანი. საქართველოს მოსახლეობა ერთიანად და ერთხმად გმობს რუსეთის ქმედებებს. 30 წლის განმავლობაში ჩვენი პარტნიორობა ეფუძნება ჩვენ საერთო ფასეულობებს, ინტერესებს, სურვილს, გავაძლიეროთ ევროატლანტიკური ოჯახი და საქართველო გახდეს მისი წევრი. მინდა დაგარწმუნოთ, რომ ამერიკელი ხალხი ყოველთვის იდგება საქართველოს მოსახლეობის გვერდით. ჩვენ თქვენთან ერთად ვიბძოლებთ თავისუფლების, ხალხის კეთილდღეობისა და ღირსების დასაცავად. იმედით დაველოდოთ მომავალს. მინდა ხაზი გავუსვა, რომ ჩვენ კიდევ ბევრს მივაღწევთ ერთად“, - განაცხადა კელი დეგნანმა.