სამსახურიდან გაუშვეს ქარელისა და ხაშურის სასწრაფოში დასაქმებული ადამიანები



სამსახურიდან გაუშვეს ქარელისა და ხაშურის სასწრაფოში დასაქმებული ადამიანები

,,ტვ მონიტორინგს“ აცნობეს, რომ ხაური-სურამისა და ქარელის სასწრაფოს პერსონალის ნაწილს, შრომითი ხელშეკრულება შეუჩერეს და რამდენიმე თანამშრომელი სამსახურიდან გაუშვეს. საკითხთან დაკავშირებით, საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის განცხადეს, რომ მათ კვალიფიკაციის ამაღლებისა და გადაუდებელი დახმარების ხარისხის გაუმჯობესების მიზნით ცატარებული საკვალიფიკაციო გამოცდა ვერ ჩააბარეს.

,,საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის პერსონალი, შრომითი ხელშეკრულების მიხედვით, კვალიფიკაციის ამაღლებისა და გადაუდებელი დახმარების ხარისხის გაუმჯობესების მიზნით, ყოველ 2 წელიწადში ერთხელ ვალდებულია გაიაროს საკვალიფიკაციო გამოცდა.

ცენტრის თანამშრომელს გამოცდის ჩაბარების შესაძლებლობა სამჯერ აქვს. იმ შემთხვევაში, თუ პერსონალი გამოცდის მინიმალურ ბარიერს ვერც ერთ ჯერზე ვერ გადალახავს, მასთან შრომითი ურთიერთობები წყდება.

საზოგადოების ინფორმირებისთვის განვმარტავთ, რომ მიმდინარე წელს სასწავლო სატრენინგო ცენტრში ტრენინგი გაიარა და გამოცდა წარმატებით ჩააბარა თანამშრომელთა უმრავლესობამ, ხოლო 63 პირმა საკვალიფიკაციო გამოცდის ჩაბარება ვერ შეძლო. შესაბამისად, მიმდინარე წლის 1 ივლისიდან, აღნიშნული თანამშრომლები ვერ გააგრძელებენ საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრში საქმიანობას.

ასევე, გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს სასწავლო სატრენინგო ცენტრში, გამოცდების მიმდინარეობისას გარდაიცვალა ცენტრის თანამშრომელი არ შეესაბამება სიმართლეს და საზოგადოების მიზანმიმართულად შეცდომაში შეყვანას ისახავს მიზნად.

საზოგადოების ინფორმირებისთვის განვმარტავთ, რომ ცენტრის თანამშრომელი, ჯანმრთელობასთან დაკავშირებით არსებული პრობლემების გამო, სამედიცინო დაწესებულებაში, ხანგრძლივ რეანიმაციული მკურნალობას გადიოდა, თუმცა მისი გადარჩენა მედიკოსებმა სამწუხაროდ ვერ შეძლეს.“ - წერია განცხადებაში.

 

ასევე შეგიძლიათ იხილოთ