გორის მესამე სკოლა უკრაინელ პირველკლასელს მიიღებს



გორის მესამე სკოლა უკრაინელ პირველკლასელს მიიღებს

 

უკრაინის ქალაქ ხარკოვიდან წამოსული მოსწავლე სწავლას გორის მესამე საჯარო სკოლაში გააგრძელებს. პირველკლასელი მარიამ მძინარაშვილის მშობელმა აღნიშნულის თხოვნით სკოლას უკვე მიმართა და მოზარდი საგანმანათლებლო დაწესებულებაში ხვალ გამოცხადდება. როგორც გორის მუნიციპალიტეტის საგანმანათლებლო რესურსცენტში აცხადებენ, ბავშვი ეროვნებით ქართველია, თუმცა უკრაინაშია დაბადებული და გაზრდილი. ნანა ტერმაკოზაშვილის თქმით, სკოლა ყველაფერს გააკეთებს იმისათვის, რომ ახალმა მოსწავლემ თავი კომფორტულად იგრძნოს. ამჯამად უკრაინაში მიმდინარე საომარი მოქმედებების გამო მოსწავლეები, იქ არსებულ სკოლებში განათლების მიღების გაგრძელებას ვერ ახერხებენ და გამოხატავენ სურვილს, რომ სწავლა გააგრძელონ საქართველოში. აღნიშნული პირველი შემთხვევაა გორის მუნიციპალიტეტში.

 

ასევე შეგიძლიათ იხილოთ