გორის მუნიციპალიტეტში ოთხი სკოლა სრულად და სხვადასხვა სკოლის 110 კლასი დისტანციურად განაგრძობს სწავლას
ამ ეტაპზე ოთხი სკოლა სრულად და სხვადასხვა სკოლის 110 კლასი დისტანციურ სწავლებაზეა გადაყვანილი, - ამის შესახებ გორის საგანმანათლებლო რესურსცენტრის დირექტორმა ნანა ტერმაკოზაშვილმა განაცხადა.
მისივე ინფორმაციით, ინფიცირების შემთხვევის დაფიქსირებისას, კონკრეტულ ლოკაციაზე საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრთან მჭიდრო თანამშრომლობით ხდება გადაწყვეტილებების მიღება.