ამერიკის ელჩმა საქართველოში, კასპის მუნიციპალიტეტში მდებარე საწარმო მოინახულა
ამერიკის ელჩმა საქართველოში, კასპის მუნიციპალიტეტში მდებარე საწარმო მოინახულა.
2006 წლიდან კასპში მდებარე კომპანია „TMT" კონსერვირებულ ხილსა და ბოსტნეულს ადგილობრივი და საერთაშორისო ბაზრებისთვის აწარმოებს, მათ შორის - ევროკავშირის ქვეყნებისა და შეერთებული შტატებისთვის. აშშ-ის საელჩომ „TMT"-ს მხარი დაუჭირა USAID-ის სოფლის მეურნეობის პროგრამის ფარგლებში. აღნიშნული დახმარებით კომპანიამ შეძლო ახალი დანადგარების ყიდვა, საწარმოს განახლება და მარკეტინგული მხარდაჭერის მიღება. ასევე, აშშ-ის მთავრობის დახმარებით „TMT"-მ ახალი ბაზრები აითვისა, მათ შორის - გერმანიაში, შეერთებულ შტატებსა და ლატვიაში.
საწარმოში ვიზიტისას ელჩმა დეგნანმა „TMT"-ს წარმატება მიულოცა და ხაზგასმით აღნიშნა მისი მსგავსი კომპანიების მნიშვნელობა საქართველოს, როგორც საერთაშორისო ბრენდის, განვითარებაში.