ქვეყანაში გაზრდილ სიღარიბეს „ქართული ოცნება“ ისევ პანდემიას აბრალებს
მმართველი გუნდის წევრი, ლადო კახაძე, ამბობს, რომ სიღარიბის დასაძლევად ხელისუფლებას მუშაობა დაწყებული აქვს, თუმცა პანდემიამ ეს პროცესი ცოტა შეაფერხა.
,,სიღარიბეს თავისი მიზეზები აქვს უამრავი , შიდა და გარე, ეკონომიკური, პოლიტიკური საფუძვლები და ბევრი რაღაცეები, რომლის მოწესრიგების გზა დაწყებულია. იყო 40, ჩამოვიდა 19,5-ზე და ახლა ამ პანდემიამ გაჭირვებაში კიდევ შეგვაბრუნა ცოტათი, მაგრამ დარწმუნებული ვარ, მერწმუნეთ, პოსტკოვიდური აღდგენის პერიოდი დადგება აუცილებლად, - ამბობს ლადო კახაძე.
2020 წელს სიღარიბის აბსოლუტურ ზღვარს ქვემოთ ქვეყნის მოსახლეობის 21.3 იმყოფებოდა. საგანგაშო მონაცემებს სტატისტიკის ეროვნული სამსახური ავრცელებს.