ხაშურში უკანონო სახერხი საამქრო გამოავლინეს
ხაშურში უკანონო სახერხი საამქრო გამოავლინეს. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას გარემოს ზედამხედველობის დეპარტამენტი ავრცელებს. უწყების ცნობით მათმა წარმომადგენლებმა სამქრო დალუქს და დანაშაულის შესახებ რეაგირების მიზნით, შესაბამის უწყებებას აცნობეს. საქმეზე დაწყებულია გამოძიება.
გარდა ხაშურისა, გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით ქვეყნის მაშტაბით გამოვლენილია კიდევ 18 ერთეული დაურეგისტრირებელი სახერხი საამქრო. დაილუქა მათზე განთავსებული, ჯამში, 27 ერთეული მორი და 3 კუბურ მეტრზე მეტი ფიცარი. ყველა მათგანზე დაწყებულია გამოძიება.
,,11 ერთეული ცირკული და 1 ერთეული ლენტური ტიპის უკანონო სახერხი საამქრო გამოვლინდა სამეგრელო-ზემო სვანეთის სამმართველოს სამოქმედო ტერიტორიაზე, აჭარისა და გურიის რეგიონული სამმართველოს თანამშრომლებმა 3 ერთეული უკანონო სახერხი საამქრო დალუქეს. 2 ერთეული უკანონო სახერხი საამქრო გამოვლინდა ხარაგაულის მუნიციპალიტეტში, 1 ერთეული სახერხი საამქრო დაილუქა ქალაქ ხაშურში, ხოლო ბოლნისში მოქალაქეს საცხოვრებელი სახლის ეზოში 1 ერთეული ლენტური ტიპის სახერხი საამქრო ჰქონდა მოწყობილი.
დაურეგისტრირებელი სახერხი საამქროები და მათზე განთავსებული, ჯამში, 27 ერთეული მორი და 3 კუბურ მეტრზე მეტი ფიცარი დაილუქა. ვინაიდან ფაქტები შეიცავს სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს, მასალები, შემდგომი რეაგირების მიზნით, შესაბამის უწყებებში გადაიგზავნა." - წერია განცხადებაში.
მიდინარე წელს სააგენტოს ცნობით ქვეყნის მაშტაბით ჯამში, 51 უკანონო სახერხი საამქრო დაილუქა.