ამერიკის ელჩი საქართველოში გორის ცენტრალურ ბიბლიოთეკაში იმყოფებოდა.
ამერიკის ელჩი საქართველოში გორის ცენტრალურ ბიბლიოთეკაში იმყოფებოდა.
,,ამერიკული სივრცეები ქართველებს ამერიკასთან აახლოებს.“ - განაცხადა ელჩმა.
ელჩი დეგნანი ესტუმრა გორის ამერიკულ თაროს, სადაც მოსწავლეებთან, მასწავლებლებსა და ადგილობრივ ოფიციალურ პირებთან დისკუსიაში ჩაერთო. შეხვედრისას განიხილეს განათლებისა და კულტურის როლი გორის მაცხოვრებლებისა და ახალგაზრდების განვითარებაში. აშშ-ის მისია სიამაყით უჭერს მხარს 15 ამერიკულ სივრცეს საქართველოში.