სტიქიის შედეგად გორში მოხუცი ქალი დაშავდა



სტიქიის შედეგად გორში მოხუცი ქალი დაშავდა

სახურავგადახდილი საცხოვრებელი კორპუსები და დაშავებული მოხუცი ქალი - ასეთია სტიქიის შედეგები გორში. ძლიერი ქარის შედეგად ზარალი რამდენიმე დასახლებას მიადგა. სახურავი აქვს გადახდილი 10-მდე საცხოვრებელ შენობას. დაზიანდა მეოთხე სკოლის სპორტდარბაზის სახურავიც, რის გამოც შენობაში წყალი ჩავიდა. მოგლეჭილია ხის ტოტების, შედეგად წმინდაწყლის დასახლების ნაწილს ელექტროენერგია არ მიეწოდება. სტიქიის შედეგად დაზიანებული საცხოვრებელი კორპუსები დაათვალიერა გორის მუნიციპალიტეტის მერმა. ვლადიმერ ხინჩეგაშვილი იმ მოხუც ქალსაც ესტუმრა, რომელიც მინების ჩამსხვრევის შედეგად დაზარალდა. მერის განცხადებით, ქალი თავს კარგად გრძნობს და შეეცდებიან ყველა დაზარელებულ მოსახლეს დახმარება აღმოუჩინონ.

 

ასევე შეგიძლიათ იხილოთ