გორის ბაღების სააგენტოდან ორი თანამშრომელი გაათავისუფლეს
გორის მუნიციპალიტეტის სკოლამდელი აღზრდის სააგენტოდან ორი თანამშრომელი გაათავისუფლეს. გაერთიანების დირექტორის მოადგილემ სოსო ვანიშვილმა და განყოფილების უფროსმა მარინა სურემელმა თანამდებობები დღეს დატოვეს. ვანიშვილი ამბობს, რომ მათი სამსახურიდან წასვლა, სააგენტოში მიმდინარე რეორგანიზაციას უკავშირდება, რის შედეგადაც მოადგილის შტატი გაუქმდა. კიდევ რამდენი ტანამშრომელი დაკარგავს სამსახურს უცნობია, რადგან აღნიშნული გაერთიანების ხელმძღვანელი ზარებს არ პასუხობს.