გიორგი გახარიას პარტიას წევრები ტოვებენ



გიორგი გახარიას პარტიას წევრები ტოვებენ

გიორგი გახარიას გუნდს მორიგი წევრი გამოაკლდა. პარტიის წევრმა, ადიგენის საკრებულოს პროპორციული სიის მეხუთე ნომერმა, გიორგი ჩილაშვილმა პარტია დატოვა და სიიდან საკუთარი კანდიდატურა მოხსნა.

ჩილაშვილი ამასთანავე სოფლების, ბენარის და ხევაშენის მაჟორიტარად იყრიდა კენჭს. მანამდე ცნობილი გახდა, რომ გახარიას გუნდი და პროპორციული სია ახალქალაქში მესამე ნომერმა, ლორანდ ეზოიანმა დატოვა. მოგვიანებით კი, პარტიის და სიის დატოვების შესახებ განცხადებები უკვე დაწერეს ახალქალაქის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სიის მეოთხე ნომერმა, ვრეჟ კაზარიანმა და ასპინძის საკრებულოს სიის მეორე ნომერმა, ნუგზარ კაკველიძემ.

 

ასევე შეგიძლიათ იხილოთ