ნინოწმინდაში ქალს მეხი დაეცა
ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ სათხეში ქალს მეხი საკუთარ სახლში დაეცა, იგი ამჟამად თავს კარგად გრძნობს და მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.
„მარცხენა ხელი დაბუჟებული მაქვს, მაგრამ თავს კარგად ვგრძნობ, დღეს 300 ლარის წამალი ვიყიდე“, - ამბობს დაშავებული ქალი.
ნინოწმინდაში მეორე დღეა უამინდობაა, დაისეტყვა რამდენიმე სოფელი, რის შედეგადაც კარტოფილის, ხორბილის და ქერის ნათესები დაზიანდა.