,,ფული ამომაცალეს და ამიტომ ვტირი“ - გორში, მოხუც ქალს 30 ლარი ჯიბიდან მოპარეს



,,ფული ამომაცალეს და ამიტომ ვტირი“ - გორში, მოხუც ქალს 30 ლარი ჯიბიდან მოპარეს

,,30 ლარი მქონდა და ამომაცალეს“ - უთხრა მოხუცმა ქალმა ,,ტვ მონიტორიგისჟურნალისტს. მისი თქმით, შემთხვევა ცოტა ხნის წინ, იმ დროს მოხდა, როდესაც გაჩერებაზე იდგა და მუნიციპალურ ავტობუსს ელოდებოდა. ნამტირალევმა ქალმა მომხდარი ავტობუსში მოყუვა და მას დახმარება ერთ-ერთმა მგზავრმა აღმოუჩინა. მამაკაცმა მოხუცი დაამშვიდა და სახლში ტაქსით გაუშვა. მგზავრობის თანხა კი თავად დაფარა.

,,ფული ამომაცალეს და ამიტომ ვტირი. 30 ლარი მქონდა და ახლა ჯიბე ცარიელი მაქვს. სახლში წასავლელი ფულიც კი არ დამიტოვეს. ეს რა ცხოვრებაა, აღარავის აღარ ინდობენ“- თქვა მოხუცმა.

ჯერ უცნობია მიმართავს თუ არა მოხუცი ქალი რეაგირებისთვის სამართალდამცველებს.  

ასევე შეგიძლიათ იხილოთ