კორონავირუსით ინფიცირების 663 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა - მონაცემები რეგიონების მიხედვით
Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 13 277 კვლევა ტესტით, მათ შორის 7 302 კვლევა ანტიგენის ტესტით და 5 975 PCR ტესტით.
ჩატარებული ტესტირების შედეგად, ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 663 ახალი დადასტურებული შემთხვევა. ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 607 155-ს.
რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 26 სექტემბრის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 4.99%, ბოლო 14 დღის მანძილზე - 6.48% ხოლო 7 დღის მანძილზე - 6.01%.
ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 2 383 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 578 881.
ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 27 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 8 844 პირი ემსხვერპლა.
დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 663 ახალი შემთხვევიდან:
თბილისში გამოვლენილია 245 შემთხვევა, აჭარა - 48, იმერეთი - 123, ქვემო ქართლი - 28, შიდა ქართლი - 19, გურია - 9, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 58, კახეთი - 101, მცხეთა-მთიანეთი - 17, სამცხე-ჯავახეთი - 12, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 3.
ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა 19 404 საიდანაც 4 569 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში - 1 684, აჭარაში - 442, იმერეთში - 954
ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 1 074 პირი, მათ შორის, თბილისში - 411, აჭარაში - 124, იმერეთში - 297. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 288 პირი, მათგან თბილისში - 175, აჭარაში - 23, იმერეთში - 32.
776 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 390 - თბილისში, 229 - აჭარაში.
14 059 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.
საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 45 ადამიანი, მათ შორის, თბილისში - 36, ხოლო აჭარაში - 9.
სულ 6 ოქტომბრიდან - 26 სექტემბრის პერიოდში, სახელმწიფო საზღვრიდან საკარანტინე სივრცეებში გადაყვანილია - 25 171 პირი.
ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 17 944 ადამიანი.