დირბში, 22 წლის ბიჭის მკვლელობის საქმეზე ერთი პირია დაკავებული



დირბში, 22 წლის ბიჭის მკვლელობის საქმეზე ერთი პირია დაკავებული

დირბში, 22 წლის ბიჭის მკვლელობის საქმე გახსნილია. პოლიციამ ერთი პირი დააკავა, რომელსაც ბრალად განზრახ მკვლელობა ედება. ,,ტვ მონიტორინგს“ აღნიშნული შსს-ში დაუდასტურეს. შემთხვევა ქარელის მუნიციპალიტეტში აღდგომის ღამეს მოხდა, რა დროსაც ახალგაზრდა მამაკაცი ცივი იარაღით დაჭრეს, საავადმყოფოში გადაიყვანეს, თუმცა მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა. ადგილობრივების ინფორმაციით, სისხლიანი დაპირისპირება წარსულში მომხდარ კონფლიქტს უკავშირდება. საქმეზე დაწყებულია გამოძიება.

 

ასევე შეგიძლიათ იხილოთ