2022 წლიდან საჯარო და კერძო სექტორში ხელფასი ერთნაირად გაიზრდება
2022 წლის ბიუჯეტი ითვალისწინებს საჯარო სექტორში ხელფასების მატებას, მომდევნო წლის იანვრიდან ხელფასები გაიზრდება
ჯარში, პოლიციაში, მასწავლებლებს გაეზრდებათ ხელფასი, სკოლის ადმინისტრაციულ პერსონალს, მანდატურებს,
სოფლის ექიმებს, ექთნებს, სასწრაფო დახმარების ყველა თანამშრომელს და ზოგადად, როგორც ვთქვთ,
საჯარო სექტორში განხორციელდება ხელფასების 10%-იანი მატება.
მომდევნო წელს ჩვენ დავამტკიცებთ ხელფასების რეგულირების ახალ წესს, რომლის მიხედვითაც,
ყოველწლიურად, საჯარო მოხელეს ისევე გაეზრდება ანაზღაურება, როგორც გაიზრდება კერძო სექტორში
დასაქმებულ პირთათვის, რაც, საბოლოო ჯამში, მოაწესრიგებს საჯარო მოხელეების ხელფასების საკითხს.