17 მომხრე, 61 წინააღმდეგი - ამნისტიის პროექტის ოპოზიციის ვერსია ჩავარდა



17 მომხრე, 61 წინააღმდეგი - ამნისტიის პროექტის ოპოზიციის ვერსია ჩავარდა

პარლამენტმა ოპოზიციის მიერ წარდგენილ 20 ივნისის ამნისტიის კანონპროექტს მხარი არ დაუჭირა. კენჭისყრა ცოტა ხნის წინ გაიმართა და კანონპროექტს მხარი 17-მა დეპუტატმა დაუჭირა, წინააღმდეგი კი 61 იყო. კანონპროექტი პარლამენტს შალვა შავგულიძემ წარუდგინა.

შეგახსენებთ, რომ პარლამენტმა "ოცნების" ამნისტიის კანონპროექტს მხარი 2 მოსმენით დაუჭირა.

"ქართული ოცნების" კანონპროექტის თანახმად, სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობისა და სასჯელისგან უნდა გათავისუფლდეს ყველა პირი, რომელმაც 2019 წლის 19-21 ივნისის მოვლენებთან დაკავშირებით ჩაიდინა დანაშაული და მის მიმართ ამნისტიის გავრცელებაზე უარს არ აცხადებს.

ამნისტიის კანონპროექტის ოპოზიციის ვერსიას, დოკუმენტში ნათქვამია, რომ ამნისტია არ ვრცელდება იმ პირებზე, რომლებსაც აღნიშნული ქმედება სახელმწიფო პოლიტიკური თანამდებობაზე ყოფნის დროს აქვს ჩადენილი.

ასევე შეგიძლიათ იხილოთ