გორში ,,მხიარული სტარტები“ იწყება
გორის მუნიციპალიტეტში სპორტული შეჯიბრება ,,მხიარული სტარტები“ იწყება. შეჯიბრებები სამ ასაკობრივ ჯგუფში გაიმართა და მუნიციპალიტეტში მოქმედი საჯარო და კერძო სკოლების მოსწავლეები მიიღებენ.
ცნობილია შეჯიბრების გამართვის დღეებიც, თამაშები 16 მაისიდან 22 მაისამდე მოეწყობა. "მხიარული სტარტების" ფინალური შეხვედრა გორში, სპორტის სასახლეში გაიმართება.
,,მხიარულ სტარტებს’’ გორის მუნიციპალიტეტის კულტურისა და ტურიზმის განვითარების ხელშეწყობის სააგენტო, მხიარული სტარტების ეროვნულ ფედერაციასთან ერთად ახორციელებს.
ინფორმაციისთვის, ეპიდვითარების შესაბამისად დაწესებული შეზღუდვების გამო აღნიშნული სპორტული თამში 2 წლის განმავლობაში არ ჩატარებულა.