გორში, ძლიერი ხანძრის შედეგად ერთი პირი დაშავდა
გორში, კომბინატის დასახლებაში მდებარე კორპუსის ერთ-ერთ ბინაში ხანძარია. მიხეილ ჯავახიშვილის ქუჩაზე, ცეცხლი კორპუსის მესამე სართულზე არსებულ ერთ-ერთ ბინაში მძვინვარებს. დაშავებულია ერთი პირი. ტვ. მონიტორინგის ინფორმაციით მამაკაცი მეზობლებმა, სამედიცინო დაწესებულებაში უკვე გადაიყვანეს.
შემთხვევის ადგილზე სახანძრო-სამაშველო ჯგუფები მუშაობენ.
ჯერჯერობით უცნობია ხანძრის გამომწვევი მიზეზი. შემთხვევის ადგილზე ტვ. მონიტორინგის ჯგუფი მუშაობს და დამატებით დეტალებს მოგვიანებით შემოგთავაზებთ.