გორელი მოჭიდავე გენო პეტრიაშვილი ტოკიოს ოლიმპიადის ფინალშია

BOG


გორელი მოჭიდავე გენო პეტრიაშვილი ტოკიოს ოლიმპიადის ფინალშია

125 კილოგრამ წონით კატეგორიაში ქართველმა მოჭიდავემ გენო პეტრიაშვილმა ტოკიოს ოლიმპიადის ფინალის საგზური მოიპოვა.

ნახევარფინალში პეტრიაშვილმა ირანის წარმომადგენელი, ამირ ჰუსეინ ზარე ანგარიშით 6:3 დაამარცხა.

საწყის შეხვედრაში პირველ ნომრად განთესილმა პეტრიაშვილმა ეგვიპტელი დიაელდინ კამალ გოუდა აბდელმოტალები 11:0 დაამარცხა, ხოლო მეოთხედფინალში ჩინელ ჟივეი დენგს ანგარიშით 5:2 სძლია.

შეგახსენებთ, ტურნირის ფინალური ეტაპი ხვალ, 6 აგვისტოს გაიმართება.

ასევე შეგიძლიათ იხილოთ