წვიმა და თოვლი - ამინდის პროგნოზი

BOG


წვიმა და თოვლი - ამინდის პროგნოზი

გარემოს ეროვნული სააგენტო 18-19 თებერვალს საქართველოში მოსალოდნელი ამინდის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს.

„18 თებერვლის დღის ბოლოდან 19 თებერვლის დღის ბოლომდე საქართველოში მოსალოდნელია ნალექი წვიმის სახით, ზოგან – ძლიერი, დასავლეთის ძლიერი ქარი და ზღვაზე 4-6 ბალამდე შტორმი.

ქვეყნის მაღალმთიან რაიონებში მოსალოდნელია თოვა, ზოგან – ძლიერი, ნისლი, ქარბუქი და ზვავსაშიშროება.

დიდთოვლობის, ქარბუქის, ხილვადობის გაუარესების, ლიპყინულის და ზვავსაშიშრიების გამო საავტომობილო გზების ცალკეულ მონაკვეთებზე, შესაძლებელია, შეიზღუდოს ტრანსპორტის მოძრაობა.

მოსალოდნელმა ძლიერმა ნალექებმა, შესაძლებელია, საქართველოს მდინარეებზე წყლის დონეების მნიშვნელოვანი მატება, დასავლეთ საქართველოს პატარა მდინარეებზე – წყალმოვარდნები, ხოლო გორაკ-ბორცვიან და მთიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება გამოიწვიოს (საფრთხის დონე საშუალო)“, – ნათქვამია გარემოს ეროვნული სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ასევე შეგიძლიათ იხილოთ