რუსეთში პირველი აპრილიდან Telegram სრულად დაიბლოკება
Baza-ს ინფორმაციით, რუსეთში პირველი აპრილიდან Telegram სრულად დაიბლოკება, Facebook-ისა და Instagram-ის მსგავსად.
კავშირგაბმულობის, საინფორმაციო ტექნოლოგიებისა და მასობრივი კომუნიკაციების სფეროში ზედამხედველობის ფედერალური სამსახური როსკომნადზორი შეზღუდვას რუსეთის მთელ ტერიტორიაზე გაავრცელებს.
აპლიკაციის ჩამოტვირთვა ვერ მოხერხდება როგორც მობილურ, ისე სატელიტური ინტერნეტსისტემების მეშვეობით.
რუსეთის მთავრობამ Telegram-ის გაუქმების შესახებ 10 თებერვალს განაცხადა. რუსეთი ამტკიცებს, რომ ეს გადაწყვეტილება "მოქალაქეების დაცვას" ემსახურება, რადგან რუსეთის მტკიცებითვე, Telegram "კრიმინალურ და ტერორისტულ" კონტენტს არ ზღუდავს.
როსკომნადზორმა ასევე აღნიშნა, რომ Telegram-ის ფუნქციონირებას იქამდე შეზღუდავს, სანამ "კანონმდებლობის დარღვევები არ აღმოიფხვრება".
ცნობისთვის, 12 თებერვალს რუსეთმა ქვეყანაში Meta Platforms-ის საკუთრებაში არსებული WhatsApp-ის დაბლოკვა სცადა. კრემლის სპიკერმა დიმიტრი პესკოვმა განმარტა, რომ Meta იმ შემთხვევაში გააგრძელებს ფუნქციონირებას, თუ "რუსულ კანონმდებლობას დაემორჩილება და ხელისუფლებასთან შევა დიალოგში".