მეორე მსოფლიო ომის ვეტერანები ფულად დახმარებას ხაშურშიც მიიღებენ
მეორე მსოფლიო ომის ვეტერანები ფულად დახმარებას ხაშურშიც მიიღებენ. ჩიტიაშვილის უწყებაში განმარტავენ, რომ მუნიციპალიტეტში სულ ერთი ვეტერანია, რომელიც 300 ლართან ერთად სასურსატო კალათასაც გადასცემენ.
,,9 მაისს ხაშურის მუნიციპალიტეტის მერია მეორე მსოფლიო ომის ერთადერთ ვეტერანს – 100 წლის ნინო ქუდაძე-გელაშვილს 300 ლარს გადაურიცხავს“ - განაცხადეს მერიაში, სადაც განმარტავენ, რომ სახელმწიფოსგან მეორე მსოფლიო ომის ყველა ვეტერანი 1000 ლარს მიიღებს.