რუსი ოკუპანტები კოდას მიმდებარედ სატანკო სანგრებს თხრიან - დავით ქაცარავა



რუსი ოკუპანტები კოდას მიმდებარედ სატანკო სანგრებს თხრიან - დავით ქაცარავა

რუსი ოკუპანტები წაღვლი-ჩორჩანის ტყის მიმდებარედ უკვე სატანკო სანგრებს თხრიან - ამის შესახებ ინფორმაციას ანტისაოკუპაციო მოძრაობა "ძალა ერთობაშიას" წარმომადგენელი, დავით ქაცარავა ავრცელებს. მან ადგილზე გადაღებული ფოტოებიც გამოაქვეყნა.

ოკუპანტების მოქმედება ტყის მახლობლად, სოფელ კოდას მიმდებარედ, ავტობანიდან რამდენიმე მეტრში ხდება. ქაცარავას ინფორმაციით, სოფელ კოდასთან ოკუპაციის ხაზის მიჯნაზე გაკეთებული სპეციალური, მძიმე ტექნიკის სადგომი პირველად 10 ივლისს შენიშნეს, მას შემდეგ კი ასეთი ნაგებობების რაოდენობა ხუთამდე გაიზარდა.

,,დღეს ჩემს მიერ დადებული პოსტი წაღვლი-ჩორჩანის ტყის მახლობლად, სოფელ კოდას მიმდებარედ, რუსების მიერ მძიმე ტექნიკისთვის გამზადებული ახალი სადგომების შესახებ ვინც ნახეთ, გთავაზობთ ახალ მასალას აღნიშნული მძიმე ტექნიკის სპეც სადგომებთან დაკავშირებით. აქვე მინდა ვთხოვო სამხედრო საქმის სპეციალისტებს კარგად დააკვირდნენ ამ საინჟინრო ნაგებობებს და თავისი აზრი დააფიქსირონ. რუსების ეს მოქმედება ჩვენ შეგვიძლია განვიხილოთ როგორც მუქარა. ალბათ გვეუბნებიან, თუ ჩემს მიერ ხელდასმულ მთავრობას რამე დაემუქრება, მე აქ ვარ, არ დაგავიწყდეთ“ - წერს ქაცარავა

ასევე შეგიძლიათ იხილოთ