14 ივნისის მონაცემებით, COVID-19-ზე სრულად აცრილია სამიზნე მაჩვენებლის 3.9%
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის განცხადებით, 14 ივნისის მონაცემებით, საქართველოში COVID-19-ზე სრულად ვაქცინირებულია 66 265 ადამიანი. 14 ივნისის მონაცემებით, ჯამურად ჩატარდა 207 470 აცრა.
საქართველოს ვაქცინაციის ეროვნული გეგმის მიხედვით, წლის ბოლომე სრულად, ანუ ვაქცინის ორივე ინექციით უნდა აიცრას 1 691 214 ადამიანი, რაც ზრდასრული მოსახლეობის 60%-ს შეადგენს.
შესაბამისად, 14 ივნისის მონაცემებით, სრულად აცრილია სამიზნე მაჩვენებლის 3.9%.
ამჟამად ქვეყანაში ვაქცინაცია Astrazeneca-ს, Sinovac-ისა და Sinopharm-ის ვაქცინებით მიმდინარეობს, Pfizer-ის მარაგები კი ამოწურულია.