ხმაური იყო კასპის საოლქო საარჩევნო კომისიის სხდომაზე - უთანხმოობა არჩევნების დღეს დაწერილი 12 საჩივრის განხილვას მოჰყვა



ხმაური იყო კასპის საოლქო საარჩევნო კომისიის სხდომაზე - უთანხმოობა არჩევნების დღეს დაწერილი 12 საჩივრის განხილვას მოჰყვა

ხმაური იყო კასპის საოლქო საარჩევნო კომისიის სხდომაზე, სადაც ოპოზიცის დამკვირვებლებმა და არასამთავრობო სექტორმა კომისიას არჩევნების დღეს მომხდარ დაფიქსირებულ დარღვევებზე  12 საჩივრით მიმართა, თუმცა საოლქო საარჩევნო კომისიამ არც ერთი მათგანი არ დააკმაყოფილა.

ოპოზიცია ამბობს, რომ კასპში საარჩევნო კარუსელი დატრიალდა, რომლის მიხედვითაც საარჩევნო უბნებიდან შემოუხაზავი ბიულეტენები გადიოდა, ქართული ოცნების აგიტატორები კი მოქალაქეებს საარჩევნო უბანზე 41 ნომერ-შემოხაზულ ბიულეტენებს ატანდნენ.

 ირკვევა, რომ  32-ე უბნიდან გამქრალია 117 ბიულეტენი და ოპოზიცია ვარაუდობს, რომ სწორედ ამ მეთოდით დაატრიალეს ე.წ. კარუსელი. გარდა ამისა, 800-მდე ბიულეტენი სადაც ოპოზიციური კანდიდატები იყო შემოხაზული, გააბათილეს.

ასევე შეგიძლიათ იხილოთ