,,ჩემი შვილი ძაღლმა ნამდვილად დაკბინა„ - დაზარალებული ბავშვის დედა მომხდარს კიდევ ერთხელ განმარტავს
გორში, მიუსაფარი ძაღლის მიერ დაკბენილი ბავშვის დედა, იმ ნეგატიურ კომენტარებს ეხმაურება, რომელიც სოციალურ ქესელში, მის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას მოჰყვა. ახალგაზრდა ქალი, როგორც ,,ტვ მონიტორინგს“ უყვება, მის 6 წლის შვილს, ქუჩაში მყოფი აგრესიული ძაღლი თავს 4 დღის წინ დაესხა, დაკბინა და ნაკერები გორის სამხედრო ჰოსპიტალში დაადეს. შემთხვევა კი , როგორს იგი განმარტავს, კარალეთის დევნილთა დასახლებაში, 12 მაისს მოხდა.
,,ძალიან მძიმე მოსასმენია მოსახლეობის ის კომენტარები, რომელიც სოციალურ ქსელში წავიკითხე. ამბავი სიმართლეა და დასამტკიცებელი არაფერია“ - გვითხრა დაზარალებული ბავშვის დედამ.
ცნობისთვის, სოციალურ ქსელში, საზოგადოების ნაწილი წერს, რომ შემთხვევა არ მომხდარა და ამბავი გამოგონილია, რასაც დაზარალებული ბავშვის დედა კატეგორიულად უარყოფს. იგი ითხოვს, რომ მიუსაფარი ძაღლების პრობლემა ერთხელ და სამუდამოდ უნდა გადაიჭრას ისე, რომ არავის უფლებები არ დაირღვეს.