სასწრაფოში, ძაღლის მიერ ბავშვის დაკბენის ფაქტი დაადასტურეს



სასწრაფოში, ძაღლის მიერ ბავშვის დაკბენის ფაქტი დაადასტურეს

 

გორში, კარალეთის დევნილთა დასახლებაშ დაკბენილი ბავშვის სამედიცინო დაწესებულებაში გადაყვანას ადასტურებენ საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრში, სადაც ამბობენ, რომ მოზარდს სამედიცინო დახმარება სამხედრო ჰოსპიტალში აღმოუჩინეს. “ტვ მონიტორინგი“ ჰოსპიტალში გაკეთებულ კომენტარს მოგვიანებით შემოგთავაზებთ.

ცნობისთვის, სოციალურ ქსელში, საზოგადოების ნაწილი წერს, რომ შემთხვევა არ მომხდარა და ამბავი გამოგონილია, რასაც დაზარალებული ბავშვის დედა კატეგორიულად უარყოფს. იგი ითხოვს, რომ მიუსაფარი ძაღლების პრობლემა ერთხელ და სამუდამოდ უნდა გადაიჭრას ისე, რომ არავის უფლებები არ დაირღვეს. 6 წლის ბიჭს, ქუჩაში მიუსაფარი ძაღლი თავს 4 დღის წინ დაესხა და  დაკბინა. შემთზვევა 12 მაისს კარალეთის დევნილთა დასახლებაში მოხდა.

ასევე შეგიძლიათ იხილოთ