ხაშურის მუნიციპალიტეტში ყირიმ-კონგოს შემთხვევა დადასტურდა



ხაშურის მუნიციპალიტეტში ყირიმ-კონგოს შემთხვევა დადასტურდა

 ხაშურის მუნიციპალიტეტში ყირიმ-კონგოს შემთხვევა დადასტურდა. ამის შესახებ ტვ მონიტორინგს ინფორმაცია ოფიციალურმა წყაროებმა დაუდასტურეს.

ვირუსით ინფიცირებულია 40 წლამდე ასაკის ქალი, რომელმაც გორმედის ქსელის სამედიცინო დაწესებულებას ცხელებითა და თრომბოციტოპენიით რამდენიმე დღის წინ მიმართა. ცნობილია ისიც, რომ ქალის ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ ეტაპზე, სტაბილურია.

ყირიმ-კონგოს ჰემორაგიული ცხელება (CCHF) არის ვირუსული ჰემორაგიული ცხელება, რომელიც ძირითადად ტკიპებს გადააქვთ. გადადება ასევე შესაძლებელია დაინფიცირებული ცხოველის ქსოვილებთან (ქსოვილთან, საიდანაც ვირუსი სისხლში შევიდა) კონტაქტით ამ ცხოველის დაკვლის დროს ან უშუალოდ დაკვლის შემდეგ. ყირიმ-კონგოს გავრცელება საფრთხეს წარმოადგენს საზოგადოებრივი ჯანდაცვის სერვისებისთვის, რადგან ვირუსმა შეიძლება გამოიწვიოს ეპიდემიები, აქვს სიკვდილიანობის მაღალი მაჩვენებელი (10-40%), ხშირია საავადმყოფოებსა და ჯანდაცვის დაწესებულებებში გავრცელების შემთხვევები, ამავე დროს, რთულია მისი პრევენცია და მკურნალობა. ყირიმ-კონგოს ცხელება ენდემურია აფრიკისთვის, ბალკანეთისთვის, ახლო აღმოსავლეთისა და აზიისათვის.

ასევე შეგიძლიათ იხილოთ