საბერძნეთში ქართველი ქალი მოკლეს - ეჭვმიტანილი მისი მეგობარი მამაკაცია



საბერძნეთში ქართველი ქალი მოკლეს - ეჭვმიტანილი მისი მეგობარი მამაკაცია

საბერძნეთში, სალონიკში 55 წლის ქართველი ქალი მოკლეს - ირკვევა, რომ მკვლელობაში ეჭვმიტანილი, 45 წლის კაცია, რომელიც ბერძნული მედიის ცნობით, ასევე საქართველოს მოქალაქეა. 

ქალს მრავლობითი ჭრილობები დანით აქვს მიყენებული. პოლიცია მეზობლებმა მას შემდეგ გამოიძახეს, რაც ქალის ყვირილი გაიგეს. გარდაცვლილი საბერძნეთში 20 წლის განმავლობაში ცხოვრობდა და ოჯახის დამხმარედ მუშაობდა.

სალონიკში მომხდარი მკველებისთვის საქართველოს მოქალაქე 23 აგვისტოს დააკავა.

ასევე შეგიძლიათ იხილოთ