გორში პოლიციამ ერთი პირი დააკავა



გორში პოლიციამ ერთი პირი დააკავა

პოლიციამ გორში უკანონო ცეცხლსასროლი იარაღი და საბრძოლო მასლაა ამოიღო. ფაქტზე 1998 წელს დაბადებული, ერთი პირია დაკავებულ. სამართალდამცავების ინფოემაციით , ბრალდებული პირის ავტომანქანის ჩხრეკის შედეგად, გადაჭრილი სანადირო თოფი - ე.წ. აბრეზი, კუსტარულად დამზადებული პისტოლეტ-ტყვიამფრქვევი და 13 ვაზნა ნივთმტკიცების სახით იქნა ამოღებული. დანაშაული 3-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა, ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ბოლო პერიოდში, თბილისში, შიდა ქართლში, იმერეთში, სამეგრელოსა და კახეთში უკანონო ცეცხლსასროლი იარაღები, ასევე, საბრძოლო მასალა ამოიღეს და სულ 7 პირი დააკავეს.

ასევე შეგიძლიათ იხილოთ