რა შეზღუდვები მოიხსნება 1 ივნისიდან
დღეიდან კოვიდ პანდემიის პირობებში ამოქმედებული რეგულაციების შემსუბუქების მორიგი ეტაპი იწყება. იხსნება სახმელეთო საზღვრები და საქართველოში შემოსვლა დამატებით 7 ქვეყნის წარმომადგენლებს შეეძლებათ.
საზღვრის კვეთა შესაძლებელი იქნება სრული ვაქცინაციის დამადასტურებელი დოკუმენტით და PCR ტესტის უარყოფითი პასუხით.
დღეიდან ასევე სრულად იხსნება კვების ობიექტებისთვის შაბათ-კვირას მოქმედი შეზღუდვაც და მათ საშუალება ექნებათ სტუმრები დახურულ სივრცეშიც მიიღონ, თუმცა აკრძალვა სოციალური ღონისძიებების გამართვასთან დაკავშირებით ისევ ძალაში რჩება.