ევროკომისია რეკომენდაციას იძლევა, უკრაინას და მოლდოვას კანდიდატის სტატუსი მიანიჭოს, საქართველოსთან დაკავშირებით კი აცხადებს, რომ საკითხს კონკრეტული პირობების შესრულების შემდეგ დაუბრუნდება



ევროკომისია რეკომენდაციას იძლევა, უკრაინას და მოლდოვას კანდიდატის სტატუსი მიანიჭოს, საქართველოსთან დაკავშირებით კი აცხადებს, რომ საკითხს კონკრეტული პირობების შესრულების შემდეგ დაუბრუნდება

ევროკომისიის რეკომენდაციაა, ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების ლიდერთა საბჭოსადმი, რომ უკრაინას და მოლდოვას ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი მისცენ სავალდებულოდ შესასრულებელი პირობებით, ხოლო საქართველომ ჯერ კონკრეტული პირობები შეასრულოს და ამის მიხედვით გადაწყდეს სტატუსის მინიჭების საკითხი.

ამის შესახებ ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერა ლაიენმა დღეს, 17 ივნისის გამართულ ბრიფინგზე უკრაინის, საქართველოსა და მოლდოვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭებასთან დაკავშირებულ ბრიფინგზე განაცხადეს.

ურსულა ფონ დერ ლაიენის განცხადებით ძალიან დაწვრილებით განიხილეს აპლიკანტი ქვეყნების პოლიტიკული და ეკონომიკური მდგომარეობა, რის საფუძველზეც გადაწვიტეს:

მიეცეს უკრაინას ევროპული პესპექტივა და კანდიდატის სტატუსი.

უკრაინამ უნდა განამტკიცოს სასამართლო სისტემა, უნდა ჩამოყალიბდეს ანტიკორუქციული ინტიტუტები. ამასთან უკრაინამ შეასრულა ვენეციის კომისიის რეკომენდაციების 80% დააკმაყოფილა. დარჩენილია ეთნიკური უმცირესობების კანონი.

რაც შეეხება მოლდოვას. ურზულა ფონ დე ლაიენმა განაცხადა, რომ "ჩვენ ვიძლევით რეკომენდაციას, რომ მოლდოვას მიეცეს ევროპული პერსტექტივა და კომისია რეკომენდაციას აძლევს მოლდოვას მიენიჭოს კანდიდატის სტატუსი"

რაც შეეხება საქართველოს, მისი თქმით უნდა შეფასდეს როგორ აკმაყოფილებს საქართველო მოცემულ პირობებს.

ურსულა ფონ დერ ლაიენის თქმით, საქართველო იზიარებს იმავე მისწრაფებებსა და პოტენციალს, რაც უკრაინასა და მოლდოვას აქვს. მის აპლიკაციას აქვს ძლიერი მხარეები, როგორიცაა ეკონომიკის საბაზრო ორიენტაცია და ძლიერი კერძო სექტორი. წარმატების მისაღწევად ქვეყანა პოლიტიკურად უნდა გაერთიანდეს და დასახოს მკაფიო გზა სტრუქტურული რეფორმების განსახორციელებლად ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე. გზა, რომელიც კონკრეტულად დასახავს აუცილებელ რეფორმებს, სადაც ჩართული იქნება სამოქალაქო საზოგადოება და რომელიც ფართო პოლიტიკური მხარდაჭერით სარგებლობს.

ურსულა ფონ დერ ლაიენმა თავისი გამოსვა ამ სიტყვებით დაასრულა:

"უკრაინელები მზად არიან, რომ მოკვდნენ ევროპული პერსპექტივისთვის. ჩვენ გვინდა, რომ მათ იცხოვრონ ევროპულ ოცნებაში."

სამეზობლო და გაფართოების საკითხებში ევროკომისარმა, ოლივერ ვარჰეიმ განაცხადა: „ჩვენ ვიმუშავეთ სწრაფად და ეფექტურად, რათა რეკორდულ დროში შეგვძლებოდა წარმოგვედგინა ჩვენი მოსაზრებები. ჩვენ ველით, რომ წევრი ქვეყნები მიიღებენ გადაწყვეტილებებს უახლოეს დღეებში, მაგრამ ჩვენმა პარტნიორმა ქვეყნებმა უკვე უნდა დაიწყონ მუშაობა, რათა მათ მხარი დაუჭირონ ჩვენს რეკომენდაციაში ასახულ ძირითად რეფორმებს. ეს არის გადამწყვეტი იმისთვის, რომ უკრაინა, მოლდოვა და საქართველომ წინ წავიდნენ ევროკავშირის გზაზე.

რუსეთთან ომში მყოფმა უკრაინამ ევროკავშირის წევრობის განაცხადი 28 თებერვალს წარადგინა. 3 მარტს ეს გააკეთეს საქართველომ და მოლდოვამაც.

"ქართული ოცნების" ხელისუფლება აცხადებდა, რომ საქართველო უკრაინასა და მოლდოვაზე მეტად იმსახურებს ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნის სტატუსს და ოპოზიციურ "ნაციონალურ მოძრაობას" და "მის სატელიტებს" ადანაშაულებდა საქართველოს ინტერესების წინააღმდეგ მოქმედებაში. თავის მხრივ, ოპოზიციაში აცხადებდნენ, რომ "ქართული ოცნების" მთავრობა ყველაფერს აკეთებდა, რათა ქვეყანას კანდიდატის სტატუსი ვერ მიეღო. ურთიერთბრალდებები განსაკუთრებით გამწვავდა მას შემდეგ, რაც 9 ივნისს, ევროპარლამენტმა მიიღო კრიტიკული რეზოლუცია საქართველოში მედიის მდგომარეობის შესახებ, რომელიც შეიცავს მოწოდებასაც ბიძინა ივანიშვილისთვის სანქციების დაწესებისკენ. ევროპარლამენტმა ამ რეზოლუციით ევროკავშირის ინსტიტუტებს მოუწოდა, იმუშაონ საქართველოსთვის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭებაზე, ევროპის კავშირის ხელშეკრულების 49- მუხლის შესაბამისად და დამსახურების და საქართველოს ხელისუფლების მხრიდან ყველა კრიტერიუმის შესრულების საფუძველზე. უკრაინაში ომის დაწყებამდე, "ქართული ოცნების" მთავრობა ევროკავშირის წევრობის განაცხადის წარდგენას 2024 წელს აპირებდა.

 

ასევე შეგიძლიათ იხილოთ