სექსუალური ძალადობა სკოლის მოსწავლეზე - დაკავებულია მასწავლებელი
სექსუალური ძალადობა სკოლის მოსწავლეზე - დაკავებულია ჩოხატაურის პირველი საჯარო სკოლის პედაგოგი. ისტორიის 64 წლის მასწავლებელს გამოძიება თავის მოსწავლესთან სექსუალურ ძალადობას ედავება.
ფაქტის შესახებ მას შემდეგ გახდა ცნობილი, რაც სკოლის დირექციას ბავშვის მშობელმა მიმართა, თუმცა სკოლას რეაგირება არ მოუხდენია, რის შემდეგაც ოჯახმა უკვე პოლიციას მიმართა.