მოქალაქემ გორელ პატრულს სასამართლო დავა მოუგო
გორელმა მოქალაქემ პატრულს სასამართლო დავა მოუგო. მოსამართლე ნინო გერგაულმა, ღვედის გამოუყენებლობისთვის დაწერილი ჯარიმა ბათილად ცნო და მოქალაქე გაამართლა. მხარეთა ჩვენებებისა და საქმის მოკვლევის შემდეგ დამტკიცდა, რომ სამართალდამცველების მიერ შედგენილი საჯარიმო ოქმი არაკანონიერი იყო. გორის რაიონულ სასამართლოში სხდომა ცოტა ხნის წინ დასრულდა.
,,ვიცოდი, რომ მე მართალი ვიყავი და ამიტომ ვიდავე სასამართლოში. ღვედი მეკეთა და უსამართლოდ დამიწერეს ჯარიმა“ - გვითხრა მოქალაქემ სასამართლოს დასრულების შემდეგ.
იგი იმედოვნებს, რომ საპატრულო პოლიციის თანამშრომლები, მძღოლებს კეთილსინდისიერად მოექცევიან და ჯარიმებს უსამართლოდ არ დაწერენ.