,,მე ზუსტად ვიცი, რომ ენერგიით სავსე მამა ცოცხალი მეყოლებოდა, მინიმუმ 95%-იანი გარანტიით, აუცრელი რომ არ ყოფილიყო" - ხაშურის რესურსცენტრის ხელმძღვანელი, ზვიად გოგუაძე



,,მე ზუსტად ვიცი, რომ ენერგიით სავსე მამა ცოცხალი მეყოლებოდა, მინიმუმ 95%-იანი გარანტიით, აუცრელი რომ არ ყოფილიყო" - ხაშურის რესურსცენტრის ხელმძღვანელი, ზვიად გოგუაძე

ხაშურის მუნიციპალიტეტის საგანმანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელმა, ზვიად გოგუძემ კოვიდ საწინააღმდეგო ვაქცინაცია ჩაიტარა. მან ამის ამსახველი ფოტო სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა. იგი ყვება, რომ საკუთარი ოჯახის წევრი კოვიდ ინფექცის გამო დაეღუპა და ვარაუდობს, რომ თავის დროზე ვაქცინააცის შემთხვევაში მამა ახლაც ცოცხალი ეყოლებოდა. 

“არავის დარწმუნებას ან გადარწმუნებას არ ვაპირებ. ღმერთმა თავისუფალი ნება მისცა ყველა ადამიანს, ადამიანებიც ადათის და მერე კანონის ძალით შევთანხმდით თანასწორობასა და თავისუფალ არჩევანზე. მაგრამ... მე ზუტად ვიცი, რომ ენერგიით სავსე მამა ცოცხალი მეყოლებოდა მინიმუმ 95%-იანი გარანტიით აუცრელი რომ არ ყოფილიყო; ვიცი რომ აპარატების წრიპინი არ იქნებოდა ბოლო ხმა რაც მას ესმოდა; პირველი რასაც ეკითხებოდა ექიმს როცა ქიმიოთერაპიაზე ჩავდიოდით ( ორი ჰქონდა სულ დარჩენილი და სრულად განკურნებული იყო არაჰოჯკინის ლიმფომისგან! ) როდის შეძლებდა აცრას. ვიცავდით ყველა რეკომენდაციას 1 წელი და საავადმყოფოში შეხვდა ვირუსი (სადაც არ ველოდებით, იქ ).

სხვათაშორის ისევ ისე მიყვარს ღმერთი, არ მგონია თვითონ სხვაგვარად ფიქრობდეს. რამდენიმე საათში წავალ, როგორც მედავითნე და ვიმსახურებ ჩვეულებირვად როგორც აქამდე. მე არ ვიცი რა შედეგი ექნება ვაქცინას ორი წლის შემდეგ თუ ორი საათის, მაგრამ ვიცი, რომ სხვანაირად ვერ მოვუფრთხილდები ადამიანებს, ვინც მიყვარს. მე არავის დარწმუნებას ვაპირებ ან გადარწმუნებას… #Pfizer" - სოციალურ ქსელში წერს, ზვიად გოგუძე.

ასევე შეგიძლიათ იხილოთ