4 აპრილი უსახლკარო ცხოველთა დაცვის საერთაშორისო დღეა - გორში ლეკვების გაჩუქების აქცია გაიმართება
მიუსაფარ ცხოველთა დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით გორში ლეკვების გაჩუქების აქცია გაიმართება. აქცია შიდა ქართლის ინტერმუნიციპალურ სააგენტოს ორგანიზებით დაიგეგმა და 15:00 - საათზე გაიმართება.
,,დღის განმავლობაში დაგეგმილი აქვს არაერთი ღონისძიება 15:00 საათზე კი, ცხოველების მოყვარულ საზოგადოებას თავშესაფარში ვეპატიჟებით, სადაც მოეწყობა ლეკვების გაჩუქების აქცია. მსურველებს ეს დღე თავშესაფრის ბინადრებთან ერთად შეუძლიათ გაატარონ. გაასეირნონ ისინი, მიიღონ და გასცენ სითბო”, – განცხადებას სააგენტო ავრცელებს.