,,ისტორია ძალიან ნათლად და ცხადად გვიჩვენებს, ვინ არის რუსეთი და რა უნდა მას საქართველოსთვის“ - უთხრა ამერიკის ელჩმა ტვ მონიტორინგს



,,ისტორია ძალიან ნათლად და ცხადად გვიჩვენებს, ვინ არის რუსეთი და რა უნდა მას საქართველოსთვის“ - უთხრა ამერიკის ელჩმა ტვ მონიტორინგს

,,ისტორია ძალიან ნათლად და ცხადად გვიჩვენებს, ვინ არის რუსეთი და რა უნდა მას საქართველოსთვის - ამის შესახებ ამერიკის ელჩმა ,,ტვ მონიტორინგისთვისმიცემულ ექსკლუზიურ ინტერვიუში განაცხადა.

კელი დეგნანი თვლის, რომ საქართველოს გზა ევროკავშირშია და არა რუსეთში. მისი განცხადებით, დასავლეთი და ევროინტეგრაცი არის ის, რასაც მოაქვს სტაბილურობა და კეთილდღეობა მოსახლოებისთვის. მისივე განცხადებით, ისტორია ძალიან ნათლად და ცხადად აჩვენებს, ვინ არის რუსეთი და რა უნდა მას საქართველოსთვის. ამიტომ ელჩი ფიქრობს, რომ აქტორები, რომელიც ხელს უწყობს დეზინფორმაციის გავრელებას და დესტაბილიზაციას უნდა აღიკვეტოს ხელისუფლების მიერ.

,,ისტორია ძალიან ნათლად და ცხადად გვიჩვენებს, ვინ არის რუსეთი და რა უნდა მას საქართველოსთვის - ამის დანახვა კი ძალიან მარტივია, თუ კი გადავხედავთ . საზღვრისპირა ადგილებსა და სოფლებს . რუსეთი რომ გულწფელი იყოს, ის გაიყვანადა მის ჯარსა და ტექნიკას საქართველოს ტერიტოიიდან, ის დაუბრუნებდა კონტროლს ქართველ ხალხს, აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთის რეგიონებზე . მე კიდევ ერთხელ დავუბრუნდები რეგიონული მედიის მნისვნელობის საკითხს. სწორი და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდების კუთხით, თქვენ დიდი როლი გაქვთ, რათა მოსახლეობას ჰქონდეს სწორი აღქმა ყველა საკითხთან დაკავშირებით. რაც შეეხება მთავრობის როლს, ხელისუფლებასაც აქვს ძალიან მნიშვნელოვანი როლი ამ საკითხში, რადგან საქართველოს კონსტიტუცია ამბობს, რომ უნდა აღიკვეთოს ისეთი აქტორები, რომელიც დესტაბილიზაციას უწყობენ ხელს. ამერიკის შეერთებული შტატები კი, რომელიც საქართველოს მხარდს უჭერს ევროპულ გზაზე, არის მშვიდობის, უსაფრთხოების, სიკეთის და კეთილდღეობის მოსურნე. ჩვენი მხარდაჭერაც ბოლო 30-40 წლის განმავლობაში ზუსტად ამას ემსახურება, იმიტომ რომ მხოლოდ და მხოლო გზა დასავლეთისკენ და ევროინტეგრაციისკენ არის ის, რასაც მოაქვს სტაბილურობა და კეთილდღეობა მოსახლოებისთვის და მე დარწმუნებული ვარ რომ ქართველებმა ეს ძალიან კარგად იცით“ - განაცხადა ამერიკის ელჩმა.

 

ასევე შეგიძლიათ იხილოთ