ქალი, რომელმაც 33 წლის კაცს სასიკვდილო დაზიანებები მიაყენა წინასწარ პატიმრობაში დატოვეს



ქალი, რომელმაც 33 წლის კაცს სასიკვდილო დაზიანებები მიაყენა წინასწარ პატიმრობაში დატოვეს

70 წლამდე ასაკის ქალს, რომელსაც 33 წლის კაცის სხეულის განზრახ მძიმე დაზიანებას ედავებიან, პროკურატურამ ბრალი ოფიციალურად წაუხენა. აღკვეთ ღონისძიებაზე გორის რაიონულმა სასამართლომ იმსჯელა და ბრალდებული წინასწარ პატიმრობაში დატოვა. მომდევნო სასამართლო სხდომა 19 სექტემბერს ჩაინიშნა.

დაკავებული ამ დრომდე დუმილის უფლებას იყენებს. არსებული  ინფორმაციით, მან გორის სოფელ კარბში, ახალგაზრდა კაცს სასიკვდილო დაზიანებები თოხით, თავის არეში მიაყენა. კაცი კლინიკაში მოთავსების შემდეგ, რამდენიმე დღეში დაიღუპა.

ოჯახი მიიჩნევს, რომ დაკავებულთა პირთა წრე უნდა გაფართოვდეს, რადგან, ახალგაზრდა კაცს, იქამდე ფიზიკურად ბრალდებულის შვილი, თანმხლებ პირებთან ერთად, ჯგუფურად გაუსწორდა. 

დაკავებულს ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, 5-10 წლამდე პატიმრობა ემუქრება. 

 

 

ასევე შეგიძლიათ იხილოთ