მომხმარებელთა უფლებების დარღვევის გამო, "თელასი" 50 000 ლარით, „თელმიკო“ კი 75 000 ლარით დააჯარიმდა



მომხმარებელთა უფლებების დარღვევის გამო, "თელასი" 50 000 ლარით, „თელმიკო“ კი 75 000 ლარით დააჯარიმდა

ემეკმა მომხმარებელთა უფლებების დარღვევის გამო "თელასი" 50 000 ლარით, „თელმიკო“ კი 75 000 ლარით დააჯარიმა.

როგორც სემეკის თავმჯდომარემ დავით ნარმანიამ ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, "თბილისის ელექტრომიმწოდებელი კომპანიის" მიმართ გამოყენებული იქნა კანონით გათვალისწინებული ჯარიმის მაქსიმალური ოდენობა, ხოლო, რაც შეეხება "თელასს", მის მიმართ შედარებით მსუბუქი ჯარიმა გამოიყენეს.

მისივე თქმით, იმ შემთხვევაში თუ კომპანიების მხრიდან კვლავ ექნება მსგავსი ხასიათის დარღვევას ადგილი, გაორმაგებულ ჯარიმებს გადაიხდიან.

„გარდა დაჯარიმებებისა, კომპანიებს მიეთითებათ, რომ ზედმეტად განხორციელებული დარიცხვები დააკორექტირონ უახლოესი ერთი თვის ვადაში და მარეგულირებელ კომისიას წარმოუდგინონ ინფორმაცია დაკორექტირების შესახებ. ამის შემდეგ ყველა მომხმარებელთან მიმართებაში აღრიცხვები და დარიცხვები ჩადგება ჩვეულებრივ ფორმაში. იმ შემთხვევაში თუ კომპანიების მხრიდან კვლავ ექნება მსგავსი ხასიათის დარღვევას ადგილი, გაორმაგებული ჯარიმებით დაჯარიმდებიან",- აღნიშნავს ნარმანია და დასძენს, რომ ზედმეტი თანხა, რომელიც მომხარებელმა ივლისის თვეში გადაიხადა, ზედმეტობაში დაუჯდებათ და მომდევნო თვის ანგარიშსწორებისას მოხდება მათი გაქვითვა.

ასევე შეგიძლიათ იხილოთ