ხაშურში სააღდგომოდ პროდუქტს არიგებენ



ხაშურში სააღდგომოდ პროდუქტს არიგებენ

ხაშურის მერიამ სააღდგომოდ პროდუქტის გაცემა დაიწყო - ინფორმაციას უწყება სოციალურ ქსელში ავრცელებს.

,,აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულთან დაკავშირებით, ხაშურის მუნიციპალიტეტში საკვები პროდუქტების გაცემა დაიწყო.

მუნიციპალიტეტისგან სააღდგომო ნობათს სოციალურად დაუცველი ის 360 ოჯახი მიიღებს, რომელთა სოციალური სარეიტინგო ქულა 25000- არ აღემატება.

ბიუჯეტიდან სააღდგომო პროდუქტის შესაძენად 22 998 ლარი დაიხარჯება.

სააღდგომო ნობათის მიღება ბენეფიციარებს ხაშურის "ივერიის" სტადიონის მიმდებარე ტერიტორიიდან შეუძლიათ“ - წერია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

 

ასევე შეგიძლიათ იხილოთ