''ეს არის სრული მტკნარი ტყუილი'' - დეკანოიძე მდინარაზის ბრალდებებზე



''ეს არის სრული მტკნარი ტყუილი'' - დეკანოიძე მდინარაზის ბრალდებებზე

აგვისტოს ომთან დაკავშირებით, მამუკა მდინარაძის ბრალდებებს "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის'' წევრები პასუხობენ და აცხადებენ, რომ მდინარაძემ გადაცემაში მოიტყუა.

"რა თქმა უნდა, იქ სადაო პუნქტებია, მაგრამ პირველად მოხსენიებულია რუსეთის ოკუპაცია, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანი იყო, ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების მხარდაჭერით.

ისკანდერზეც უნდა ვთქვა - ძალიან მწვავე და უტიფარი ტყუილი ბრძანა ბატონმა მდინარაძემ, რომ დამალესო. არა - ჩვენ 2008 წელსვე ჩვენს პარტნიორებს გადავეცით, იმისთვის რომ ექსპერტიზა ჩატარებულიყო, რომ ნამდვილად ეს რუსეთი მიერ გამოყენებული უმძიმესი ლეტალური იარაღი იყო. ეს იყო იმ ადგილას, რომელიც ძალიან კარგად იცოდა ქართულმა ოცნებამ, შემდეგ უკვე მტკიცებულებებისთვის დასჭირდათ და გააგზავნეს. ეს არის სრული მტკნარი ტყუილი, არავის არაფერი დაუმალავს, უფრო მეტიც ჩვენ 2008 წელსვე ჩვენი პარტნიორები საქმის კურსში ჩავაყენეთ",- განაცხადა ხატია დეკანოძემ.

ასევე შეგიძლიათ იხილოთ