პროცესის დროებით შეჩერება პარლამენტის ვალდებულებაა - კელი დეგნანი მოსამართლეთა დანიშვნაზე
"პარლამენტის ვალდებულებაა, დროებით შეაჩეროს ეს პროცესი, სანამ მოხდება რეფორმის წარმატებით განხილვა და განხორციელება" - ამბობს კელი დეგნანი.
"მოხარულები ვიყავით, როდესაც საქართველოში სხვადასხვა პარტიების წარმომადგენლებმა მიაღწიეს შეთანხმებას, რომელიც მოიცავდა ასევე სასამართლო რეფორმას, ახლა ჯერი იმაზეა, რომ ის ვალდებულებები, რომლებიც დოკუმენტშია წარდგენილი, შესრულდეს. შეთანხმებაში კარგად არის წარმოჩენილი გზამკვლევი, რომლის მიხედვითაც უნდა მოხდეს სასამართლო რეფორმა. ეს გულისხმობს დანიშვნის დროებით შეჩერებას, სანამ არ მოხდება ინკლუზიური და ფართო რეფორმა სასამართლო სისტემაში. შეთანხმებაში მხარეებმა დადეს პირობა, რომ განახორციელებდნენ ფართო, ამბიციურ მართლმსაჯულების რეფორმას, თუმცა ეს დღემდე არ განხორციელებულა.
მნიშვნელოვანია, რომ რეფორმაზე მსჯელობა იყოს მრავალპარტიული, ინკლუზიური პროცესი. ვიცით, რომ იუსტიციის საბჭომ წარმოადგინა კანდიდატები. ახლა პარლამენტის ვალდებულებაა, დროებით შეაჩეროს ეს პროცესი, სანამ მოხდება რეფორმის წარმატებით განხილვა და განხორციელება",- თქვა კელი დეგნანმა.