გორში კომუნისტრური პარტიის წევრი გაუჩინარდა - პოლიცია მის კვალზე ვერ გადის



გორში კომუნისტრური პარტიის წევრი გაუჩინარდა - პოლიცია მის კვალზე ვერ გადის

თითქმის ერთი კვირაა გორში 80 წლამდე ასაკის ქალს უშედეგოდ ეძებენ. ტვ მონიტორინგის ინფორმაციით, კომუნისტური პარტიის წევრი, მაყვალა შატაკიშვილი სახლიდან გავიდა და გაუჩინარდა. ახლა სამძებრო ღონისძიებებში მეზობლებთან ერთად სამართალდამცველები არიან ჩართული. არსებული ინფორმაციით, ქალი ბოლოს მისმა ნათესავმა ნახა. საპოლიციო ღონისძიება მთელი ქვეყნის მასშტაბით აქტიურად მიმდინარეობს

,,ოჯახი არ ყავს. მეურვეობა აქვს აღებული მის ნათესავს და ის უვლიდა. როგორც გავიგეთ, გასული კვირის ხუთშაბათიდან ეძებენ. სამართალდამცველებიც იყვნენ მისულები, მისი საცხოვრებელი სახლის  კარიც  შეამტვრიეს, თუმცა ვერ იპოვეს. რამდენადაც ვიცით, სტალინელების, კომუნისტრი პარტიის წევრი იყო“ - ამბობს ტვ მონიტორინგთან საუბრისას ერთ-ერთი მეზობელი

ტვ მონიტორინგი შინაგან საქმეთა სამინისტროს დაუკავშირდა, სადაც ამბობენ, რომ ქალის სამძებრო ღონისძიებები ამ დრომდე გრძელდება.

ასევე შეგიძლიათ იხილოთ