მასშტაბური სპეცოპერაცია გორში - დაკავებულია 5 პირი
გორში, 5 პირი, ე.წ. ქურდულ სამყაროსთან კავშირის გამო, ცოტა ხნის წინ, საკუთარ სახლში მოულოდნელად აიყვანეს. ისინი ამ წუთებში, შიდა ქართლის სამხარეო პოლიციაში მიიყვანეს და ცოტახანში რუსთავში გადმოიყვანენ.
სპეცოპერაცია 5 სახლში რუსთავის საქალაქო სასამართლოს განჩინების საფუძველზე ჩატარდა. უფლებადამცველი ამბობს, რომ დაკავება კანონდარღვევით მოხდა, რადგან სამართალდამცავებმა კარები შეამტვრიეს, სპეცოპერაციის დროს სახლში მცირეწლოვანი ბავშვები იმყოფებოდნენ. შიდა ქართლის პოლიციასთან დაკავებულების ნათესავები და ოჯახის წევრები მივიდნენ. ისინი მედიასთან სპეცოპერაციასთან დაკავშირებით განცხადების გაკეთებას აპირებენ.