ევროპის ბრინჯაოს პრიზიორი ლევან დემუროვი, მისი მწვრთნელები და წარმატებული მოკრივეები მადლობის სიგელებით დააჯიდლოვეს
ევროპის ბრინჯაოს პრიზიორი ლევან დემუროვი, მისი მწვრთნელები და წარმატებული მოკრივეები მადლობის სიგელებით დააჯიდლოვეს. ღონისძიება გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომათა დარბაზში მოეწყო. საკრებულოს თავმჯდომარემ და საკრებულოს წევრებმა, მოკრივეებს და მის მწვრთნელებს წარმატება მიულოცეს და მადლობა გადაუხადეს ევროპის ჩემპიონატზე წარმატებული ასპარეზობისათვის. ცნობისთვის, ბრინჯაოს მედალი ლევან დემუროვმა (54 კგ), იტალიის ქალაქ მონტესლივანოში გამართულ ჭაბუკ მოკრივეთა ევროპის ჩემპიონატზე მოიპოვა. გარდა ამისა, დემუროვი წლევანდელი წლის საქართველოს ჩემპიონია. ის გორის ავთანდილ შოშიაშვილის სახელობის კრივის სპეციალიზირებული სკოლის აღზრდილი გახლავთ. საქართველოს ჭაბუკ მოკრივეთა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატი ჯამში 4 მედლით დაასრულა. დემუროვის ბრინჯაოს გარდა, ამ შეჯიბრებაზე მოპოვებულია კიდევ 2 ოქროს და 1 ბრინჯაოს მედალი.