გორელმა ბუღალტერმა ბიუჯეტის ფული კიდევ ერთი ორგანიზაციიდან მოიპარა
გორის მუნიციპალიტეტის კიდევ ერთი გაძარცვული საბიუჯეტო ორგანიზაციის შესახებ ცნობილი დღეს გახდა. ირკვევა, რომ ბუღალტერმა ლეილა წკრიალაშვილმა ბიუჯეტის ფული ტრანსპორტის სააგენტოდანაც მოიპარა. ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორი ამბობს, რომ სუს-მა დაწესებულებიდან ფინანსური დოკუმენტაცია მართლაც გაითხოვა და ის გამოკითხვაზეც იყო დაბარებული.
ცნობისთვის, ბუღალტერი ლელია წკრიალაშვილი მარტში დააკავეს.გამოძიებამ დაადგინა, რომ საბოლოო ჯამში, აზარტულ თამაშებში გაფლანგული თანხა ნახევარი მილიონი ლარია. სავარაუდოდ, რამდენიმე კვირაში სასამართლო ბუღალტერის საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილებას გამოიტანს.